გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ვკითხულობ ნაწარმოებს
მნიშვნელობა/აქტუალობა
ხელს უწყობს საღად აზროვნებაში,მსჯელობაში,იყენებს სკოლის გარეთ გალერეიაში სურათების წასაკითხად,ექსკურსიაზე მოკლე იმფორმაციის გადმოსაცემად.ეხმარება მომდევნო გაკვეთილის მსვლელობაში, ,,ვკითხულობ ნაწარმოებს’’ კავშირი აქვს ქართულ ენას,მათემატიკას,ბიოლოგიასა და გეოგრაფიასთან.
მიზნები დაშედეგები
ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს სურათის წაკითხვა, როგორც ხელოვნების ენით ასე ქართული საგრამატიკო ენით.
ს.გ.VI.3.  მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და შეუძლია მათი თავისებურებების გადმოცემა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხატავს პორტრეტებს, ნატურმორტსა და პეიზაჟს  ნატურიდან და მეხსიერებით სახასიათო ნიშნების გამოყენებით;
·           გამოსახავს საკუთარ თავსა და სხვებს, სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშნების, დეტალების გამოყენებით რეალურ თუ გამოგონილ სიტუაციაში.

ს.გ.VI.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია  მათ გამოსახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ჩამოთვლის  მისთვის საინტერესო რამდენიმე მოვლენას და ცდილობს საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემას ნამუშევარში;
·           იღებს იდეებს სხვა საგნებში განვლილი მასალიდან და გამოსახავს მათ ნამუშევარში;
·           ნამუშევარში გადმოსცემს ბუნების მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს;
·           ასახავს მსოფლიოში მომხდარ უახლეს მნიშვნელოვან მოვლენას და ცდილობს გადმოსცეს საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ.


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეების წინარე ცოდნაა ხაზი, ფერი,განზომილება,პროპორცია,რეალობა,ჟანრი,სტილი
მოძრაობა,სიუჟეტი,ფერთა ჰარმონია.
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
Ø  ორგანიზებულობა(დროის ლიმიტის დაცვა საჭირო აღჭურვილობის ქონა)       0-1ქულა.
Ø  მასალის,ტექნიკის და მხატვრულ-გამომსახველობითი საშვალებების ფლობა.
                                                                    0-3 ქულა.
Ø  შემოქმედებითობა,ანუ რამდენად ეფქტურად იყენებს ტექნიკას,მასალას და მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად.                            0-4ქულა.
Ø  თანამშრომლობა მუშაობის დროს.0-2ქულა

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10 ქულა.
v  აღწერს ნამუშევარს          0-ქულა.
v  აანალიზებს კომპოზიციას და მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს. 0-4.
  ქულათა მაქსიმალური რაოდენობა  10 ქულა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მხატვრების რეპროდუქციები,VI-კლასის სახელმძღვანელო,სახატავი ფურცლები, ფერადები,საშლელი, სათლელი,დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა -,,გამოწვევა““       (2-წ)
კლასი მზადაა გაკვეთილისათვის.აღვნიშვნეთ გაკვეთილის თემა:-,,ვკითხულობ ნაწარმოებს“.
პეიზაჟი-ე.ახვლედიანი  ,,ძველი თბილისის უბანი“.
პორტრეტი-ნ.ფიროსმანის ,,მეთევზე“.
ნატურმორტი-პოლ გოგენის ,,ნატურმორტი“.
ვაცნობ შეფასების კრიტერიუმებს.
IIფაზა-,,შინაარსის რეალიზება’’        ( 40 წუთი).
v  გაკვეთილი აგებულია განვლილი,წინარე ცოდნაზე.ამისათვის გამოვიყენებთ წიგნში მოცემულ რეპროდუქციებს. ეს არის სხვადასხვა ჟანრის სურათები:
1.      პეიზაჟი-ელ. ახვლედიანის ,,ძველი თბილისის უბანი“
2.      ნატურმორტი-პოლ გოგენის ,,ნატურმორტი“.
3.      პორტრეტი-ნ.ფიროსმანის ,,მეთევზე“.
აქტივობა-1. ,,ასოციაციური რუკა“  (5 წ).
-ვთქვათ ვართ სამხატვრო გალერეიაში ან მუზეუმში,ჩვენს გვერდით დგას ხანში შესული,მხედველობა დაქვეითებული მოხუცი და გვთხოვა სურათის აღწერა.(რომლისთვისაც ეძლევა 15 წუთი)
-სანამ სურათს წავიკითხავთ-(ვსვამ კითხვას)-ხომ არ აჯობებს გავიხსენოთ სურათის წასაკითხი გამომსახველობითი საშვალებები? ამისათვის მოვიშველიოთ ,,ასოციაციური რუკა“ (დაფაზე ვხაზავ რუკას).
აქტივობა-2.-მოდით განმარტოთ,თუ რა შედის თვითეულ კომპონენტში:
1.      ავტორი-მხატვრის სახელი და გვარი.
2.      სურათი სახელწოდება
3.      ხაზი
4.      ფერი
5.      განზომილება
6.      განათება
7.      პროპორცია
8.      კომპოზიცია
9.      სტილი
10.  სიუჟეტი
11.  ფერთა ჰარმონია
აქტივობა-3
ვანაწილებ თემებს. კლასი იწყებს მუშაობას (15წუთი)
IIIფაზა-  რეფლექსია(10წუთი)
მუშაობის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ თავიანთ ნამუშევრებს,ნახატებს გამოფენენ დაფაზე. მსჯელობენ ნამუშევრების ირგვლივ.(10წუთი).




დიფერენცირებული სწავლება





Комментариев нет:

Отправить комментарий